სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ბერლინისა და პარიზის მიმართულებით რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
18/08/2020 18:44:09 ეკონომიკა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ბერლინისა და პარიზის მიმართულებით ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი/დაჯავშნილი აქვს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას", – აცხადებენ სააგენტოში.
რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 21 აგვისტო, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
• 28 აგვისტო, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);


