“თიბისის” მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტას“ წარმოებას აფართოებს
18/08/2020 10:15:22 ეკონომიკა, რეკლამა
„თიბისის“ მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“კიდევ უფრო ფართოვდება.
“თიბისის“ ინფორმაციით, დარეჯან კანთელაძემ, რომელიც 20 წლის წინ თბილისიდან წალკის რაიონის სოფელ სანტაში გადავიდა საცხოვრებლად, შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა.
„ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა. ამჟამად ჩვენს ფერმაში 232 სული ძროხაა“, - აცხადებს „სანტას“ დამფუძნებელი დარეჯან კანთელაძე.
ამჟამად „სანტაში“ თვეში საშუალოდ 10 – 12 ტონა ყველს აწარმოებენ. მათივე ცნობით, „ალპიას“ ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველის შეძენა რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელშია შესაძლებელი. უახლოეს მომვალში „სანტა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს.
„თიბისის“ ცნობით, „სანტაში“ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე „თიბისის“ პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“.


