
ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს ოქრუაშვილი "გირჩის" ამომრჩევლების მხარდაჭერას
18/08/2020 08:20:14 საშინაო პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "გირჩის" ამომრჩევლების მხარდაჭერას.
"გირჩის" ამომრჩეველი არის სპეციფიკური ამომრჩეველი და ეს იცის ყველა პარტიამ. ბატონ ირაკლი ოქრუაშვილსაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაელაპარაკოს ჩვენ ამომრჩეველს, რომ ის იქნება იმ ხედვების მხარდამჭერი, რომლის გატარებაც "გირჩს" სურს მომავალ პარლამენტში. თუ ის ამას შეძლებს, ის მიიღებს "გირჩის" ამომრჩევლების მხარდაჭერას", - აცხადებს ჯაფარიძე.
ცნობისთვის: დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.