Accentnews.ge
ამერიკელი კონგრესმენები პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზებას გმობენ

ამერიკელი კონგრესმენები პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზებას გმობენ

18/08/2020 05:57:10 მსოფლიო

ამერიკელი კონგრესმენები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზებას გმობენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ გაავრცელეს.

"კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფებას. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშავოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად და მოითხოვოს ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, დაგმოს ბელარუსის ხელისუფლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება", – აცხადებენ კონგრესმენები და დასძენენ, რომ ბელარუსს აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S