Accentnews.ge
რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს

რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს

16/08/2020 18:44:57 მსოფლიო

რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსელ კოლეგას განუცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს ქვეყანას კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში.

კრემლი თქმით, ბელარუსი გარე ძალებისგან ზეწოლას განიცდის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა გარე ძალებში.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეს ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული რიგით მეორე სატელეფონო ზარია.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დღეს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას დაუყოვნებლივ იწყებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S