
„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა
17/08/2020 16:37:06 საშინაო პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რადგან რუსთავის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში უკვე ჩართულია. ეს ადამიანი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად და რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.