Accentnews.ge
ჰონკონგში ათასობით მომიტინგეს პოლიციის შტაბ-ბინა აქვს ბლოკირებული

ჰონკონგში ათასობით მომიტინგეს პოლიციის შტაბ-ბინა აქვს ბლოკირებული

21/06/2019 09:30:31 სხვა, მსოფლიო

ჰონკონგში, პოლიციის შტაბ-ბინასთან ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. აქციის მონაწილეები ექსტრადირების შესახებ სახელისუფლებო კანონპროექტს აპროტესტებენ. 

BBC-ს ცნობით, სამათალდამცველებმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა დაკავებების ან ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მასობრივი დემონსტრაციები ჰონკონგში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა ავტონომიური რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილება, კანონდარღვევებში ეჭვმიტანილი მოქალაქეების ჩინეთში ექსტრადირება განახორციელოს. შესაბამისი კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ხელისუფლებამ იგი შესაძლოა, ჩინური მართლმსაჯულებისთვის დისიდენტებისა და უკანონო დევნაში მყოფ პირთა გადაცემისთვის გამოიყენოს.

მასობრივი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ კანონპროექტზე მუშაობა შეაჩერა, თუმცა სრულად არ შეუწყვეტია, რამაც ახალი პროტესტი გამოიწვია. გასულ შაბათ-კვირას, მედიის ინფორმაციით, ქუჩაში ორ მილიონამდე მოქალაქე გავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S