
"ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა“
14/08/2020 15:31:05 საშინაო პოლიტიკა
"ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას.
"ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას... ახლა ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, "ნაციონალური მოძრაობის" მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი", - მიმართა ამომრჩეველს ღარიბაშვილმა.