Accentnews.ge
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

21/06/2019 03:59:59 სხვა, საზოგადოება

დღეს, [21 ივნისს], 8:00 სთ-თვის რუსთაველის გამზირზე საავატომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ კიბესთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, მხოლოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

რუსთაველზე ასევე დასუფთავების სამსახური მუშაობს.

ბოლო შეტაკება მოქალაქეებსა და სამართალმდამცვლებს შორის დილით მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს სადარბაზოებში და კორპუსების ეზოებში ეძებდა და აკავებდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S