მედია: Wizz Air რეისების გაუქმებას ადასტურებს
13/08/2020 16:29:24 ეკონომიკა
ავიაკომპანია Wizz Air–მა, რომელსაც ფრენები სექტემბრიდან უნდა აღედგინა და ბილეთების გაყიდვა დაწყებული უკვე ჰქონდა, რეისების გაუქმება „ფორმულასთან“ დაადასტურა.
ტელეკომპანიის თანახმად, მიზეზები არ კონკრეტდება: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ Wizz Air მიერ ფრენების გაუქმების მიზეზებზე ვერაფერს იტყვიან, რადგან ავიაკომპანიებისთვის დამატებითი მითითებები არ გაუციათ და საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის თარიღად კვლავ 31 აგვისტო რჩება.
სექტემბრიდან ავიაკომპანიებსაც და ტურიზმის სექტორის ბიზნეს ოპერატორებსაც მუშაობის განახლების გეგმა აქვთ, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ავია ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეს –Wizz Air-ს ამ გეგმის შეცვლაც უწევს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აღადგენს საქართველოში გაუქმებულ რეისებს კომპანია Wizz Air.


