სებ-ის მიერ 20 000 000 დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა
13/08/2020 12:51:49 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0728 ლარი იქნება, ევროსი – 3.6403 ლარი, ბრიტანული სტერლინგის – 4.0260 ლარი, თურქული ლირის – 0.4191 ლარი.
13 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0785 ლარი იყო, ევროსი – 3.6237 ლარი, ბრიტანული სტერლინგის – 4.0137 ლარი, თურქული ლირის – 0.4208 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.


