Accentnews.ge
ერდოღანი საბერძნეთს "თურქეთის უფლებების პატივისცემისკენ" მოუწოდებს

ერდოღანი საბერძნეთს "თურქეთის უფლებების პატივისცემისკენ" მოუწოდებს

13/08/2020 09:43:21 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ხმელთაშუაზღვისპირეთში ვითარებას საბერძნეთი ძაბავს და ათენს "ანკარას უფლებების პატივისცემისკენ" მოუწოდებს.

"ჩვენ არც არასაჭირო თავგადასავლებს ვეძებთ და არც ვითარების დაძაბვა გვსურს. პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად თურქეთს დიალოგი და მოლაპარაკებათა მაგიდა მიაჩნია", – განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი თურქეთის გამო ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო წარმოდგენილობას ზრდის.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ენერგო რესურსების ძიება თურქეთს და კვიპროსს შორის დაძაბულობის საფუძველია. კვიპროსის დასავლეთით, თურქული მბურღავი ხომალდი 2019 წლის მაისის შემდეგ არის განთავსებული. კვიპროსის და საბერძნეთის მთავრობებში ამბობენ, რომ თურქეთის გემი კვიპროსის ეკქსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში იმყოფება. ანკარაში კი ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია თურქეთის კონტინენტური შელფის ნაწილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S