საფრანგეთი თურქეთის გამო ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო წარმოდგენილობას ზრდის
13/08/2020 08:53:08 მსოფლიო
საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში Rafale-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელსა და საზღვაო ფრეგატ Lafayette - ს გააგზავნის, - იუწყება ფრანგული მედია საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.
სააგენტოს თანახმად, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთთან დაძაბულობის ფონზე მიიღო.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთს მოუწოდა, შეაჩეროს სადავო ზონაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები, რამაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია.


