
მალხაზ მაჩალიკაშვილი: "დამიზნებით მესროლეს"
21/06/2019 01:18:53 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის წინ აქციის დაშლისას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაშავდა.
როგორც თავად ყვება, დაზიანება თავის არეში რეზინის ტყვიით მიიღო და მას დამიზნებით ესროლეს.
„ექიმები მთხოვდნენ, რომ საავადმყოფოში დავრჩენილიყავი ამაღამ. მე სასტიკი უარი ვუთხარი, რომ ჩემს ადგილას უნდა დავბრუნდე. მინდა, ექიმებს დახმარებისთვის მადლობა ვუთხრა“,-აცხადებს მაჩალიკაშვილი.
ცნობისთვის: ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქცია დაშლილია. დემონსტრანტებმა მელიქიშვილის ქუშისკენ გადაინაცვლეს.