ჯანდაცვის მინისტრი – რუსულ ვაქცინაზე: "ჯერ კვლევის შედეგებს დაველოდებით, შემდეგ კი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას"
12/08/2020 09:21:30 საზოგადოება
"ჯერ კვლევის შედეგებს დაველოდებით, შემდეგ კი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას", – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კვიდ–საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შექმნის ფაქტს.
„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით ამ კვლევის მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
10 აგვისტოს რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა.


