Accentnews.ge
რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

11/08/2020 08:56:12 მსოფლიო

რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინა მაღალ ეფექტურობას აჩვენებს და დამზადდა ცნობილ პლატფორმაზე, რომელზეც კიდევ 6 ვაქცინა მუშავდება.

გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია უპირველესად, მედიკოსებსა და ექიმებს ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის: 22 ივლისს ნ. გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინა ორ კვირაში შეიქმნა. ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს სამეცნიერო მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია. კრიტიკოსების თქმით, ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათივე განცხადებით, ვაქცინის უახლოეს მომავალში დამტკიცების გეგმა კრემლიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირდება, რომ რუსეთი "გლობალურ სამეცნიერო ძალად" წარმოჩინდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S