
იგეგმება თუ არა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესება – პრემიერის პასუხი
12/08/2020 07:04:21 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართვეველოს პრემიერ– მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება და არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება.
"ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.