ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა
11/08/2020 05:49:30 მსოფლიო
ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 966 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 436.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ– ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 217 293-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 9 201-ს მიაღწია.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 739 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 580 000–ს გადააჭარბა, 13 123 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს კარანტინის ხელახალი შემოღებისკენ მოუწოდებს


