Accentnews.ge
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს კარანტინის ხელახალი შემოღებისკენ მოუწოდებს

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს კარანტინის ხელახალი შემოღებისკენ მოუწოდებს

10/08/2020 19:36:54 მსოფლიო

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს კარანტინის ხელახალი შემოღებისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ბოლო პერიოდში Covid-19–ით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. რიგ ქვეყნებში სოციალური დისტანციის წესის დაცვა სრულად იგნორირებულია. მსხვერპლისა და ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, თუ სათანადო და დაუყოვნებლივი ზომები არ იქნება მიღებული. იმ ქვეყნებმა, სადაც ამჟამად ეპიდვითარება თანდათან უარესდება კარანტინის ხელახალი შემოღების საკითხს უნდა გადახედონ, რაგან სიტუაციის სერიოზულად გამწვავების რისკი ძალიან მაღალია", – ნათქვამია ECDC–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ECDC მოქალაქეებს ხელების ხშირად დაბანისკენ, სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ეპიდსიტუაცია ყველაზე მეტად ესპანეთში გამწვავდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 734 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 000 000–ს გადააჭარბა, 12 901 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S