სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება
10/08/2020 08:30:28 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება.
"მესტიაში 5 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს. ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, კორონავირუსით ინფიცირების დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალ შემთვევებთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ღონისძიებები გატარდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


