სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19–ის 17 შემთხვევა დადასტურდა
10/08/2020 07:01:35 საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა,– ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი იუწყება.
"რეგიონში გვაქვს კორონავირუსუიის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადედოთ მათგან. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს – საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე. აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადმოყვანა ახლა ხდება და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის, ასევე სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება,”- განაცხადა ვიბლიანმა.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19–ის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


