
ესტონეთის საელჩო: „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“
20/06/2019 21:57:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ესტონეთის საელჩო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ყველა მხარეს მოუწოდებს, „იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.
„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“, – ნათქვამია ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.