ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში ამერიკელები დააკავეს
06/08/2020 11:37:19 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში დააკავეს არაერთი პირი, რომელთაც აქვთ აშშ–ის პასპორტები და ყველა მათგანი დაქორწინებულია აშშ–ის მოქალაქე ქალებზე, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო ბელტა.
გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავება ქვეყანაში 9 აგვისტოსთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდა.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ლუკაშენკოს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ–ჯერობით არც ამერიკული მხარე გამოხმაურებია.
შეგხსენებთ, რომ გასულ კვირაში ბელარუსში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები დააკავეს, რომელთაც, არსებული ინფორმაციით 9 აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ედავებიან. მოსკოვი კი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და იმედოვნებს, რომ მინსკი დაკავებულებს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს.


