
დემონსტრანტები კვლავ პარლამენტის წინ იკრიბებიან
20/06/2019 20:21:00 სხვა, საზოგადოება
დემონსტრანტები კვლავ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან, სამართალდამცველები კი ისევ ინარჩუნებენ საწყის პოზიციებს. ამ დროისთვის ადგილზე დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, თუმცა ცოტა ხნის წინ სამართალდამცველთა მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული და მათ პირველადი სამედიცინო დახმარება დემონსტრატებს ადგილზე აღმოაჩინეს.

აქციის დასასშლელად გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები.