
ბრიტანეთის საელჩო: "მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში"
20/06/2019 20:16:20 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საელჩო პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„თვალყურს ვადევნებთ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს, კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“ – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.