Accentnews.ge
პარლამენტთან გაზის შუხუნები გამოიყენეს, აქციამ დაშლა დაიწყო

პარლამენტთან გაზის შუხუნები გამოიყენეს, აქციამ დაშლა დაიწყო

20/06/2019 20:01:19 სხვა, საზოგადოება

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმელებმა გაზის შუშხუნები გამოიყენეს, რის შედეგადაც მეტყველება და სუნთქვა ჭირს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაცლა დაიწყეს. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდინარე ტერიტორია პრაქტიკულად ცარიელია. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. აქციამ უსაფრთხოების მიზნით თავსიუფლების მოედნის მიმართულებით გადაინაცვლა. ისინი მოუწოდებენ პოლიციელებს, ფორმები გაიხადონ და მათ მხარეს გადავიდნენ. ასევე მოუწოდებენ ერთმანეთს, არ შეეხონ პოლიციელებს და ტაშით გაიარონ. მანამდე კი სპეცრაზმთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

პარლამენტთან ერთ–ერთი სპეცრაზმელი შეუძლოდ გახდა, ის აქციის მონაწილეებმა გამოიყვანეს და პოლიციელებთან სასწრაფო დახმარების მანქანასთან მიიყვანეს.  


  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S