Accentnews.ge
"არავინ გადადგება, ყველა წავა ციხეში, ვინც დაარღვევს კანონს"

"არავინ გადადგება, ყველა წავა ციხეში, ვინც დაარღვევს კანონს"

20/06/2019 19:55:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრის მრჩევლის განცხადებით, არავინ გადადგება, ყველა წავა ციხეში, ვინც დაარღვევს კანონს.

სოზარ სუბარის განცხადებით, მოქალაქეების სამართლიან პროტესტს "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს.

სოზარ სუბარის თქმით, ვინც არეულობის შეტანას შეეცდება ყველა ციხეში წავა. 

"ერთი რამ ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს ნაციონალური მოძრაობის წევრები. ყველა წავა ციხეში ვინც კანონს დაარღვევს ​ არანაირი არეულობა არ მოხდება ქვეყანაში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას. არავინ გადადგება", -აცხადებს სუბარი. 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S