Accentnews.ge
ლიბანს დახმარებას ისრაელიც სთავაზობს

ლიბანს დახმარებას ისრაელიც სთავაზობს

04/08/2020 19:37:57 მსოფლიო

ისრაელი, რომელიც პრაქტიკულად ომშია ლიბანთან, ამ უკანასკნელს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს, – იუწყება The Guardian.

"საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დიპლომატიური არხების საშუალებით ისრაელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ლიბანის მთავრობასთან", – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა.

ისრაელის გარდა, ლიბანს დახმარება აშშ–ის, ირანის, კანადის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმაც შესთავაზეს.

ცნობისთვის: ბეირუთის პორტში, საკონტეინერო საწყობების ტერიტორიაზე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 3000–ზე მეტი პირი.

აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის პორტის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში შესაძლოა, რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე მიიტანა. თუმცა ისრაელი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S