Accentnews.ge
ისრაელი ბეირუთის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს

ისრაელი ბეირუთის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს

04/08/2020 18:34:56 მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირები ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან კავშირს უარყოფენ, – იუწყება "Reuters".

"ისრაელს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს", – განუცხადა გამოცემას ისრაელის ოფიციალურმა პირმა.

როგოც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზიმ ადგილობრივ ტელეკომპანია N12–ს განუცხადა, პორტში აფეთქება, დიდი ალბათობით, ხანძარმა გამოიწვია.

ბეირუთის პორტში, საკონტეინერო საწყობების ტერიტორიაზე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ლიბანის პრემიერ-მინისრტმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღე გამოაცხადა.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ისრაელსა და ლიბანურ "ჰეზბოლას" შორის დაპირისპირება გამწვავდა. ბეირუთში აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის პორტის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში შესაძლოა, რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე მიიტანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S