
პარლამენტის შენობასთან ვითარება მოულოდნელად დაიძაბა
20/06/2019 19:33:55 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ვითარება მოულოდნელად დაიძაბა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით მშვიდო სიტუაცია უეცრად აფეთქდა და დემონსტრანტებმა ისევ სცადეს პარლამენტის შენობაში შესვლა. აღნიშნულს პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.ამ დროისთვის ადგილზე ქაოსური ვითარებაა პარლამენტის შენობის მთელს პერიმეტრზე. პოლიცია ხელკეტების საშუალებით ცდილობენ აქციის მონაწილეების უკან დახევას და საწყისი პოზიციების დაკავებას. საწყო
დემონსტრაციის სიღრმეში რამდენიმე სპეცრაზმელი აღმოჩნდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათი უსაფრთხო ადგილზე გაყვანა შეძლეს და აღნიშნულს თავად დემონსტრატების მხრიდან აპლოდისმენტები მოხდა. ამისთვის აქციის მონაწილეებს სპეციალური დერეფანი აქვთ გაკეთებული.
ამ დროისთვის პარლამენტში იმყოფებიან შს მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი და პრემიერ–მინისტრი. პარლამენტში იკრიბებიან დეპუტატებიც. შს მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. პარლამენტის შიდა ტერიტორია მთლიანად დაკავებული აქვთ პოლიციელებს.