
პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია პარლამენტის ეზოსკენ დაიძრა
20/06/2019 17:51:35 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის შენობის წინ შეკრებულები პარლამენტის ეზოსკენ დაიძრნენ. როგორც განცხადება გაკეთდა, ისინი ეზოში შესვლას მშვიდობიანად, ხელებაწეულები ცდილობენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი დაძრული ნაკადის შეჩერებას ცდილობს. შეხლა–შემოხლაა პოლიციასთან. აქციის მონაწილეების ტალღა ცდილობს ეზოში შეღწევას.
ადგილზეა სპეცრაზმიც.
ცნობისთვის: აქციაზე სამმა მოთხოვნამ გაიჟღერა. ისინი სუს–ის უფროსის, შს მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. ვადა ხელისუფლებას დღის ბოლომდე მისცეს. ცოტა ხნის წინ კობახიძემ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.