Accentnews.ge
მოსკოვი მინსკს "ნეგატიური ემოციების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს

მოსკოვი მინსკს "ნეგატიური ემოციების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს

31/07/2020 05:42:06 მსოფლიო

რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტრო მინსკს "ნეგატიური ემოციების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ ბელარუსში რუსეთის დაკავებული მოქალაქეები სტამბულში მიემგზავრებოდნენ.

„აუცილებელია, არასაჭირო ნეგატიური ემოციების ესკალაციის შეწყვეტა, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების წინ,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეები ბელარუსის გავლით სტამბულში მიემგზავრებოდნენ, მათ ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდათ და ამ ინციდენტის რესპუბლიკის შიდა საქმეებში უცხო ძალის ჩარევის წარმოდგენა რუსული მხარის შეშფოთებას იწვევს.

30 ივლისს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მისმა მდივანმა ანდრეი რავკოვმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკები" არიან, რომლებიც კრემლმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მათ შორის ტერაქტების მოწყობის მიზნით შეაგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S