ბელარუსში დაკავებულ რუსეთის 32 მოქალაქეს დესტაბილიზაციისა და ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებენ
30/07/2020 08:42:07 მსოფლიო
ბელარუსში რუსეთის 32 მოქალაქეა დაკავებული, რომელთაც დესტაბილიზაციისა და ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებენ,– ამის შესახებ დღეს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მისმა მდივანმა ანდრეი რავკოვმა განაცხადა.
მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკები" არიან, რომლებიც კრემლმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მათ შორის ტერაქტების მოწყობის მიზნით შეაგზავნა.
ამჟამად დაკავებულები ჩვენებებს იძლევიან. თავის მხრივ, კრემლი ბრალდებას ტრადიციულად უარყოფს.
იხილეთ ასევე: "რუსეთის ბინძური ჩანაფიქრის" გამო ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია


