"რუსეთის ბინძური ჩანაფიქრის" გამო ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
29/07/2020 19:22:51 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. აღნიშნული ბელარუსში 30 უცხოელი დაქირავებული მეომრის, ძირითადად რუსეთის მოქალაქეების, დაკავებას უკავშირდება
"ეს საგანგებო ვითარებაა. ამჟამად რუსეთი ცდილობს, როგორმე გაამართლოს თავისი ბინძური ჩანაფიქრი", – განაცხადა ლუკაშენკომ.
რუსეთის საელჩომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკვე მიიღო ოფიციალური შეტყობინება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ.
28 ივლისს ბელარუსის დედაქალაქში 32 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს, – იუწყება ადგილობრივი მედია. მისივე ცნობით, დაკავებულები ე.წ. „კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ მეომრები არიან.
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა დაკავების თაობაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


