"მოველით ამომწურავ ახსნა–განმარტებას ბელარუსისგან, ვიმედოვნებთ, დაკავებულთა უფლებები სათანადოდ იქნება დაცული"
30/07/2020 12:43:52 მსოფლიო
"მოველით ამომწურავ ახსნა–განმარტებას ბელარუსისგან, ვიმედოვნებთ, დაკავებულთა უფლებები სათანადოდ იქნება დაცული", – ასე ეხმიანება კრემლის პრეს–სპიკერი ბელარუსში რუსეთის 32 მოქალაქის დაკავების ფაქტს, რომელთაც დესტაბილიზაციისა და ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებენ.
"ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია დაკავებულთა უკანონო ქმედებების შესახებ. ვიმედოვნებთ, მივიღებთ ინფორმაციას, რომლის შემდეგ გავერკვევით ვითარებაში", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პრეზიდენტ ლუკაშენკოს მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მისმა მდივანმა ანდრეი რავკოვმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკები" არიან, რომლებიც კრემლმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მათ შორის ტერაქტების მოწყობის მიზნით შეაგზავნა.


