Accentnews.ge
ტრამპი: "ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა"

ტრამპი: "ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა"

20/06/2019 16:17:15 სხვა, მსოფლიო

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა, – ასე ეხმიანება აშშ–ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ირანის არმიის ელიტური დანაყოფის მიერ ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას.

გავრცელდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თეირანმა უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით დიპლომატიური, პოლიტიკური და იურიდიული არხებით გაეროში საჩივარი წარადგინა.

ირანულმა მედიამ 20 ივნისს დაწერა, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ქვეყნის სამხრეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა. ამერიკელმა სამხედროებმა თქვეს, რომ საფრენი აპარატი ორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S