Accentnews.ge
მაღალი რისკის ქვეყნიდან გერმანიაში ჩასული ნებისმიერი მოქალაქისთვის კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება სავალდებულო იქნება

მაღალი რისკის ქვეყნიდან გერმანიაში ჩასული ნებისმიერი მოქალაქისთვის კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება სავალდებულო იქნება

29/07/2020 13:45:21 მსოფლიო

მაღალი რისკის ქვეყნიდან გერმანიაში ჩასული ნებისმიერი მოქალაქისთვის ახალ კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

"მომავალი კვირიდან ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გერმანიას მაღალი რისკის ქვეყნიდან ეწვევა, ვალდებული იქნება, PCR ტესტი ჩაიტაროს. ტესტირება მათთვის უფასოა. ფედერალურ მტავრობას ამ ეტაპზე აქვს იმის საშუალება, რომ ერთ კვირაში 1,2 მილიონი ტესტი გააკეთოს. ამჟამად ამ შესაძლებლობის ნახევარიც კი არ არის გამოყენეული", – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერმა ტერეზა ნაუბერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გერმანიაში Covid-19-ის ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების ნაწილს გერმანიაში ჩასულ მოგზაურებს უკავშირებენ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში Covid-19-მა 9 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 207 000–ზე მეტი შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 663 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 910 000–ს გადააჭარბა, 10 478 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1155-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S