Accentnews.ge
რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "მაშფოთებს გერმანიაში არსებული ვითარება, Covid-19-ის შემთხვევების ზრდა დაუდევრობის შედეგია"

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: "მაშფოთებს გერმანიაში არსებული ვითარება, Covid-19-ის შემთხვევების ზრდა დაუდევრობის შედეგია"

28/07/2020 10:19:39 მსოფლიო

რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელ ლოთარ ვიელერის განცხადებით, ბოლო პერიოდში გერმანიაში Covid-19-ის ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

მისივე თქმით, ჯერ–ჯერობით ძნელია იმის თქმა, დაიწყო თუ არა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა ქვეყანაში.

"შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა გერმანიაში ხდება. Covid-19-ის შემთხვევების ზრდის უკან ჩვენი დაუდევრობა დგას", – განაცხადა ვიელერმა და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხლ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანია ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე ეფექტურად შეძლო Covid-19-ის კონტროლი. თუმცა ბოლო პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადება 633 ადამიანს დაუდასტურდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში Covid-19-მა 9 206 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 207 416 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 191 400 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 656 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 530 000–ს გადააჭარბა, 10 244 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1145-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S