Accentnews.ge
ქართველებმა რუსეთის საგარეო უწყების "ფეისბუქ"–გვერდს კომენტარებით შეუტიეს

ქართველებმა რუსეთის საგარეო უწყების "ფეისბუქ"–გვერდს კომენტარებით შეუტიეს

20/06/2019 15:36:47 სხვა, საზოგადოება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ორგანი და საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიანთ ოფიციალურ ვებსაიტებზე საქართველოს პარლამენტიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ. 


“რუსმა პარლამენტარებმა საქართველოს პარლამენტის შენობა, რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს”- წერს რუსეთის სათათბირო თავის ოფიციალურ გვერდზე და ამავე ცნობას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სამოქალაქო საკითხებისა და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის განცხადებით შენობა რადიკალებმა დაიკავეს, რის გამოც დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის დატოვება “დაცვის თანხლებით მოუწიათ” - წერია ოფიციალურ გვერდზე რომელსაც თან ახლავს თეგები :# რუსეთ #საქართველო # პარლამენტი #მართლმადიდებლობა # რელიგია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ პოსტისქვეშ ასობით ადამიანი ტოვებს კომენტარს, რომელთა უმრავლესობაში წერია, რომ მოვლენების განვითარების ეს ვერსია დამახინჯებულია, რუსეთი კი ოკუპანტია.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ასამბლეის ხელმძღვანელია სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. არსებული ინფორმაციით, რუსი დეპუტატები საქართელოს 22 ივნისის ნაცვლად, უკვე  დღეს დატოვებენ. 

საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარედ ამ წუთებშიც გრძელდება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S