
ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას რუსი ტურისტიც შეუერთდა
20/06/2019 15:05:29 სხვა, საზოგადოება
თელავში მიმდინარე აქციას "რუსეთი ოკუპანტია“ რუსი ტურისტი შეუერთდა. მამაკაცი თავდაპირველად დაინტერესდა, სამოქალაქო აქტივისტების შეკრების მიზეზით, ის შემდეგაც მან პროტესტი გაიზიარა და ტრანსფარანტით ხელში აქციის მონაწილეებს შეურთდა.
"დავაფიქსირე ჩემი აზრი, მე მიყვარს საქართველო. დიახ,ვეთანხმები აქციის მონაწილეებს. ვფიქრობ, ამ განცხადების შემდეგ ჩემი საზღვარზე გადასვლა პრობლემა იქნება და ბარემ დავრჩები ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტმა.