Accentnews.ge
ერდოღანმა აია–სოფიასთან დაკავშირებით კრიტიკის ფონზე სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა

ერდოღანმა აია–სოფიასთან დაკავშირებით კრიტიკის ფონზე სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა

28/07/2020 19:55:27 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტრაპიზონის პროვინციაში მდებარე სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი რესტავრაციის შემდეგ გახსნა.

ერდოღანი ტაძრის გახსნის ცერემონიას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრო. მან კომენტარი გააკეთა აია–სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე და განაცხადა, რომ განსხვავებული კულტურების მიმართ თურქეთს უპატივცემულობა რომ ჰქონოდა, მსგავს არტეფაქტებს არასდროს აღადგენდა:

სუმელას მონასტერში აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და რელიგიური ცენტრი ნაწილობრივ 2019 წელს გაიხსნა. მონასტერი, რომლის მშენებლობაც 385 წელს დაიწყო, შეტანილია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დროებით სიაში.

ცნობისთვის: 11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში 24 ივლისს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდა. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო.

წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S