Accentnews.ge
"ფრონტერა" საქართველოს მთავრობას სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებს

"ფრონტერა" საქართველოს მთავრობას სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებს

28/07/2020 06:45:51 ეკონომიკა

კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებს. კრიტიკულ წერილში ვკითხულობთ, რომ აპრილის შემდეგ მუქარის შემცველი განცხადებების მიუხედავად, "გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მედიაში მოულოდნელად განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიას კონტრაქტს უხანგრძლივებდა".

„ფრონტერა“ აცხადებს, რომ ანალოგიური გზავნილი შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ მიმდინარე კვირას გაავრცელა, მიზეზი კი ორი ქვეყნის ურთიერთობების პროცესში, პოზიტიური ურთიერთობების სახელით, უკანონო ექსპროპრიაციის შეჩერების მცდელობა იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ არ გააჟღერა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის კანონზომიერი ქმედების შემდეგ კვლავ ეცდებოდა ჩვენი კონტრაქტის დროებით შეჩერებას.

ამერიკული კომპანია პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს წინასწარგანზრახული სიცრუის პროპაგანდა.

შეგახსენებთ ვაშინგტონის უმწვავესი კრიტიკისა და სანქციების დაანონსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ამერიკულ „ფრონტერას" საქმიანობის ნებართვა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. კონტრაქტს ვადა 27 ივლისს ეწურებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S