"მოდერნას" მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის დასკვნითი გამოცდა დაიწყო
27/07/2020 12:42:42 მსოფლიო
ამერიკული კომპანია "მოდერნას" მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის დასკვნითი გამოცდა დაიწყო. აშშ–ში ცდაში მონაწილეობას 30 000–ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ცდის ბოლო ეტაპის შედეგად მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ პასუხს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თაობაზე.
15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველადმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 652 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 464 000–ს გადააჭარბა, 10 053 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1137-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


