Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: "ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია"

აშშ-ის საელჩო: "ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია"

20/06/2019 13:07:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დევნილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. 

“დევნილთა მსოფლიო დღე ეძღვნება დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებსაც ძალით დაატოვებინეს სახლი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა იმ სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომელსაც დღემდე უწოდებენ სახლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება!”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S