Accentnews.ge
ხვალ მართლმადიდებელი სამრევლოები ღვთისმშობელს დაუჯდომელს უგალობებენ მაშინ, როდესაც აია-სოფიას ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურება დაიწყება

ხვალ მართლმადიდებელი სამრევლოები ღვთისმშობელს დაუჯდომელს უგალობებენ მაშინ, როდესაც აია-სოფიას ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურება დაიწყება

23/07/2020 15:26:49 მსოფლიო, საზოგადოება

ხვალ მართლმადიდებელი სამრევლოები ღვთისმშობელს დაუჯდომელს უგალობებენ მაშინ, როდესაც აია-სოფიას ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურება დაიწყება. შესაბამისი მოწოდებით, ფანარის მიტროპოლიტი აგათანგელი გამოვიდა.

მიტროპოლიტის ინიციატივას ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, საბერძნეთის მიტროპოლიტი იერონიმოსი, სერბეთის საპატრიარქო და მონტენეგროს მიტროპოლიტიც შეუერთდნენ.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საპატრიარქოში აია–სოფიასთვის გალობაში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ უმსჯელიათ. ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს საპატრიარქოს პრეს–სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

24 ივლისს აია-სოფიაში ისლამური ლოცვა ჩატარდება. თურქეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის იბრაჰიმ კალიმის ინფორმაციით, ფარდით დაიფარება ღვთისმშობლისა და სერაფიმების ფრესკებიც. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთან მაჰმედ მეორემ ბრძანა, რომ ღვთისმშობლის და სერაფიმების ეს ფრესკა არ დაეფარათ.

11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S