Accentnews.ge
მედია – კიევის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს

მედია – კიევის აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს

21/07/2020 15:47:29 მსოფლიო

კიევის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს, – იუწყება უკრაინული მედია. მისივე ცნობით, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება გაკეთდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში, მეტროსადგურ „მინსკაიასთან“ ახლოს, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს.

„ტექნიკოსებმა ბაზარში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია ანონიმურმა პირმა მოგვაწოდა, რომელმაც დაახლოებით 12:00 საათზე დარეკა. სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა აღნიშნული ინფორმაცია შეამოწმეს და სახიფათო ნივთები აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობები განეიტრალებულია“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

უკრაინაში ეს მოვლენები იმ ფონზე ვითარდება, როცა ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცი ავტობუსს თვს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა. მძევლების გამოხსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეიარაღებული პირი ხანგამოშვებით ჰაერში ისვრის ხოლმე. მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S