Accentnews.ge
პირი, რომელმაც უკრაინაში მძევლები აიყვანა, აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქ ლუცკის ერთ–ერთი ადგილი დანაღმა

პირი, რომელმაც უკრაინაში მძევლები აიყვანა, აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქ ლუცკის ერთ–ერთი ადგილი დანაღმა

21/07/2020 11:04:27 მსოფლიო

შეიარაღებული პირი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკში ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, აცხადებს, რომ ავტობუსი და ქალაქის ერთ-ერთი ადგილი დანაღმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საუბარია იმ აუდიოჩანაწერში, რომელიც ჟურნალისტებს ერთ-ერთი მძევალი ქალის შვილმა გადასცა.

უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა.

ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს.

მედიის ინფორმაციით, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.

"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.

პოლიციას ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემგზავრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S