Accentnews.ge
კანდელაკი: „მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს ცოტა და ძვირი ფრენა"

კანდელაკი: „მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს ცოტა და ძვირი ფრენა"

21/07/2020 13:49:33 ეკონომიკა

"ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტობრივად აღიარა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა, არჩევნებამდე აიკრძალოს Wizz Air-სა და Ryanair-ის ფრენები.

როგორც კანდელაკი ამბობს, მთავრობის გენერალური ხაზია, არჩევნებამდე იყოს "რაც შეიძლება ცოტა და რაც შეიძლება ძვირი ფრენა".

"ანუ, მთავრობამ განზრახ შექმნა სიტუაცია, რომელშიც ფრენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ, საკუთარი თავისთვის გააკეთონ გამონაკლისი და არ ჩასხდნენ სავალდებულო კარანტინში", - განაცხადა კანდელაკმა.

რაც შეეხება თურნავას განცხადებას, რომ Wizz Air და Ryanair კვირაში ერთხელ და ორჯერ ვერ იფრენს, რადგან მათთვის წამგებიანი იქნება, კანდელაკი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ავიაკომპანიები ისედაც ასეთი სიხშირით ასრულებდნენ ფრენებს.

"თურნავამ დღესაც იცრუა, როდესაც თქვა, რომ Wizz Air-სა და Ryanair-სთვის კვირაში ორჯერ ფრენა წამგებიანი იქნებაო. ქალბატონო ნათია, მოდით, მივცეთ მათ საშუალება, თვითონ გადაწყვიტონ წამგებიანი იქნება თუ მომგებიანი მათთვის კვირაში ორჯერ ფრენა. პანდემიამდე მათი რეისები ისედაც კვირაში ორჯერ და სამჯერ იყო", - აღნიშნა კანდელაკმა.

ცნობისთვის: საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა განმარტა, რატომ სჭირდება უფრო მეტი დრო Wizz Air-სა და Ryanair-თან მოლაპარაკებებს, ვიდრე Lufthansa-სა და Air France-სთან. მისი თქმით, ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანია და მათთვის კვირაში ორჯერ ფრენების შესრულება მომგებიანი არ იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S