"ეს ულამაზესი გოგო ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არც ერთი მეზობელი არ დაეხმარა!“

21-07-2020 17:04:07 ციტატა

"ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არც ერთი მეზობელი არ დაეხმარა.

მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!

მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს?!" –

ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე Facebook-ის პირად გვერდზე ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წერს.

ცნობისთვის, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი 19 ივლისს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ საქმეზე გუშინ, 20 ივლისს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები