Accentnews.ge
Air France-ს თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცეს

Air France-ს თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცეს

21/07/2020 09:42:52 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, Lufthansa-ს შემდეგ საქართველოს მთავრობამ Air France-ს აგვისტოდან თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლის უფლება მისცა.

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს.

"დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France-ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია Air Baltic-თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S